External events

28 Oct 2021 | Online

ვებინარი სტუდენტებისთვის - ,,როგორ გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი”

ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებული ონლაინ ვებინარი თემაზე ,,როგორ გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი” გაიმართება 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე. ვებინარზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის ადგილობრივი სპეციალისტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები. ღონისძიებას ჩაატარებენ Exactpro თბილისის HR დეპარტამენტის, ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ცენტრის ექსპერტები. მომხსენებლები ისაუბრებენ ინდუსტრიებში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მზარდ მნიშვნელობაზე და ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევებზე.